თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით

საქართველოს მთავრობის 4ივნისის N252 დადგენილება თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით "სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 14 აგვისტოს N2-1017 ბრძანება "თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ.

თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით

სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის N 252 დადგენილებით ა.წ. 10 ივნისიდან დაიწყო „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურენეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.

პროგრამისმიზანი:

  • თხილისწარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა;
  • თხილის თვითღირებულების შემცირება და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
  • სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

კოოპერატივის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი საქმიანობის მისამართი უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

  • კოოპერატივისმეპაიეფიზიკურპირთარაოდენობაარ უნდა იყოს 500 (ხუთასი) -ზენაკლებიმოცემული პროგრამის მიზნებისათვის, ფიზიკურ პირთა საერთო რაოდენობაში ჩაითვლებიან ასევე ის ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეოკ ოოპერატივის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს;
  • განმცხადებელ კოოპერატივს არ უნდა გააჩნდეს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;
  • განმცხადებელ კოოპერატივს არ უნდა გააჩნდეს ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება ფინანსურ ინსტიტუტებსა, თუ სხვა იურიდიულ, ან/და ფიზიკურ პირებთან;
  • განმცხადებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ან/და მის წევრებს საკუთრებაში, ან/დაგანცხადების შეტანის მომენტიდან მინიმუმ 10 წლიანი საიჯარო ვადით სარგებლობაში უნდა გააჩნდეთ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებულია თხილის ბაღები და რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს მინიმუმ 500 ჰექტარს;
  • კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო საბჭოს არსებობას , რომელიც შედგება არანაკლებ 10 (ათი) წევრისაგან;
  • კოოპერატივის გამგეობა უნდა შედგებოდესარანაკლებ3 (სამი )წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;
  • კოოპერატივის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ ერთობლივად;
  • განმცხადებელისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთაგან მინიმუმ 2 კანდიდატურა შეთანხმებული უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან;
  • განმცხადებელისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა 31%-ს უნდა შეადგენდნენ ქალები, ახაგაზრდები ან/და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები;

საწამოო ინფრასტრუქტურა

საწარმოო ინფრასტრუქტურა- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში,

მოიცავს შენობა ნაგებობებს, რომელშიცნაჭუჭიანი თხილის საშრობი მანქანა-დანადგარების და სასაწყობო ფართი მოეწყობა. რაც იძლევა

  • ყოველდღიურად 24 (ოცდაოთხ) ტონამდე ნაჭუჭიანი თხილის შესანახად მომზადების (გამოშრობის) საშუალებას;
  • ერთდროულად 500 (ხუთას) ტონამდე თხილის შენახვის (დასაწყობების) საშუალებას;

საერთაშორისოსტანდარტების დანერგვა

  • მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია, 2018 წლის 1 სექტემბრამდეუზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP)დანერგვა
  • მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია, 2019 წლის 1 ივნისამდეუზრუნველყოს იჯარითაღებულსაწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის(HACCP)დანერგვა;

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულებისუზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება.

პროგრამის მონაწილესთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება;

პროგრამის ფარგლებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საწარმოო ინფრასტრუქტურა სარგებლობაში გადაეცემა 5(ხუთი) წლიანი იჯარის ხელშეკრულებით.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა

  • საქართველოს კანონმდებლობით, პროგრამისა და იჯარის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში მონაწილე უფლებამოსილია საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • იჯარით აღებული ქონების პრივატიზების მოთხოვნის უფლება საიჯარო ვადის ამოწურვამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გააჩნია იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნის დაყენების მომენტში მას უკვე უზრუნველყოფილი აქვს ამ პროგრამით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვა.

პროგრამის განხორცილების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პროგრამის ძირითადი განმახორციელებელია სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;

ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ბრძანების ასლი;

გ) ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის შემთხვევაში - ხარვეზის გამოსწორების დამდასტურებელი დოკუმენტი;

ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რეესტრის ასლი (თუ კოოპერატივის წევრებს წარმოადგენენ ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მათი მეპაიეთა რეესტრის ასლი);

ვ) ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან;

ზ) ცნობა „კრედიტინფო საქართველოდან“, რომელიც ადასტურებს, რომ კოოპერატივს არ გააჩნია ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება;

თ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის N252 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ:

- ქალი მეპაიეების და ახალგაზრდა მეპაიეთა შემთხვევაში - პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;

- დევნილი, ეკომიგრანტი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეპაიეთა შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობების ასლი;

- ადმინისტრაციულ საზღვარზე მცხოვრებ მეპაიეთა შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დამდასტურებელი დოკუმენტი.