მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა - დადგენილება

პროგრამის მიზანი

მაღალმთიან რეგიონებში:

  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბებისა და საძოვრების რაციონალურად ათვისება;
  • მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • მსხვილფეხა პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და აპრობირება;
  • ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  • მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები:

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11-ს ან თუ მეპაიეები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 11-ს ისე, რომ ერთი ფიზიკური პირი, რომელიც რამდენიმე კოოპერატივის წევრია, ჩაითვლება ერთ მეპაიედ. მეპაიე, რომელსაც მფლობელობაში არ გააჩნია ან საპაიო ფონდში არ შეუტანია ფური ან/და დეკეული, მეპაიეთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება;
  • ყველა მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, ხოლო ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 11 მეპაიე, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა ჯამურად შეადგენს არანაკლებ 200 სულს, გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა და იდენტიფიცირებულია სსიპ –სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;
  • თუ ფურები ან/და დეკეულები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ფიზიკურ პირთა მფლობელობაშია, ეს მეპაიეები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;
  • იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ან მიიღებენ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის № 150 დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა გაზარდონ არსებული ფურების რაოდენობა არანაკლებ 200 ფურით ან/და დეკეულით;
  • მსხვილფეხა საქონლის სადგომი/დროებითი სადგომი რეგისტრირებულია სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ;
  • რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
  • არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
  • არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში;
  • შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1,5 ჰექტარისა და არა უმეტეს 4 ჰექტარისა, რომლებიც რეგისტრირებულია იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;
  • ამ პროგრამით განსაზღვრული სათიბი ან/და საძოვარი ბენეფიციარზე იჯარით გაიცემა მხოლოდ იმ ფურების ან/და დეკეულების რაოდენობის მიხედვით, რომელთა მფლობელი რეგისტრირებულია იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი ან/და რომელიც პოტენციური ბენეფიციარის მფლობელობაშია;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კოოპერატივმა რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

  • ცნობა სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული:
    • ფურების ან/და დეკეულების შესახებ;
    • მსხვილფეხა საქონლის სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის შესახებ.
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი);
  • ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის თაობაზე;
  • ცნობა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
  • პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი პიროვნების რეგისტრაციის შესახებ;
  • წევრთა რეესტრის ასლი;
  • საერთო კრების ოქმი პროგრამაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.
  • თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

    • განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.

    პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი თანადაფინანსება და სახელმწიფო შესყიდვები

  • პროგრამის ფარგლებში სააგენტო განახორციელებს:
    • დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვას, ამ დანართის შესაბამისად;
    • დანართ №3-ით გათვალისწინებული ტექნიკის 90%-იან თანადაფინანსებას, არა უმეტეს 60,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე;
    • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოების ასაშენებლად საჭირო საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობასთან

    დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას;

    1. დანართ № 4-ითა და დანართ № 5-ით გათვალისწინებული შესყიდული აღჭურვილობის სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის (შემდგომში − ქონების ეროვნული სააგენტო) გადაცემას უზრუნველყოფს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“;
    2. დანართ №4-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემათ ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ხოლო დანართ № 5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემა ყველა ბენეფიციარს, გარდა პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღჭურვილობის საკუთრებაში გადაცემა ხდება მისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შედეგად დაფიქსირებული სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობის საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც ქონების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

    პროგრამის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება და მონაწილისათვის გადაცემა

  • პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა (ხადიკსა) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდება რძის გადამამუშავებელი საწარმოები და დაკომპლექტდება დანართ № 2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით. რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობების ფართობები შეადგენს არაუმეტეს 600 მ -ს.
  • დმანისის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის დასრულებისა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტების შემდეგ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, აღჭურვილობასთან ერთად, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და ამ პუნქტით განსაზღვრულ შემდეგ პირობებს:
    • მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
    • პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე თითოეულ კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს (ერთობლივად) საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური/დეკეული.
  • პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას საპრივატიზებო თანხა შეადგენს რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისა და დანართ № 2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შედეგად დაფიქსირებული სახელშეკრულებო ღირებულების 25%-ს, რომლის გადახდა ხდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით: პირველ წელს – 0,5%, მე-2 წელს – 1.5%, მე-3 წელს – 4%, მე-4 წელს – 7%, მე-5 წელს – 12%, მე-6 წელს – 18%, მე-7 წელს – 25% და მე-8 წელს – 32%.

    პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრების იჯარით გადაცემის წესი და პირობები:

    • პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაიცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი და საძოვარი, ამ მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის თანხმობით.
    • ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო განმცხადებლის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით.
    • იმ შემთხვევაში, თუ სათიბის ან/და საძოვრის პოტენციური ბენეფიციარისთვის/ბენეფიციარისთვის გადაცემის თაობაზე „ქონების ეროვნული სააგენტო“ საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირების შესაძლებლობის დადგენის შესახებ მიაწვდის სააგენტოს უარყოფით მოსაზრებას, სააგენტო პოტენციურ ბენეფიციარს/ბენეფიციარს ამავე პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში სხვა სათიბის ან/და საძოვრის მოსაძიებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. თუ პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი ვერ მოიძიებს სათიბს ან/და საძოვარს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პოტენციური ბენეფიციარისთვის/ბენეფიციარისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გადასცეს სხვა პოტენციურ ბენეფიციარს/ ბენეფიციარს, ამ პროგრამით დადგენილი წესით.
    • პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარის უფლებით მიღების მიზნით, პროგრამის ბენეფიციარი შესაბამისი განაცხადით, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის ბენეფიციარისთვის გადაცემის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობითა და იჯარის უფლებით გადასაცემი სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით მიმართავს ქონების ეროვნულ სააგენტოს.
    • პროგრამის მონაწილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იჯარით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი და საძოვარი შემდეგი პირობებით:
      • იჯარის ვადა – 25 წელი. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, იჯარის ვადა შეადგენს 10 წელს. მონაწილე უფლებამოსილია, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა მოითხოვოს მისთვის სათიბ-საძოვრების სარგებლობაში გადაცემა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად;
      • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარის წლიური ღირებულება – იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველ და მეორე წელს 1 ჰა-ზე 1 ლარი, მესამე და შემდგომ წლებში 1ჰა-ზე 15 ლარი;
      • იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა დაუშვებელია.
      • იჯარის საფასურის გადახედვა შესაძლებელია 5 წელიწადში ერთხელ, რომელიც, როგორც სათიბის, ისე საძოვრის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიურ საწყის საფასურს.
      • ამ პროგრამაში ჩართულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბებამდე და საძოვრებამდე გზის მიყვანას განახორციელებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები.
      • თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას სააგენტოსათვის წარდგენილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარით გადაცემა შეუძლებელია, ქონების ეროვნული სააგენტო, ბენეფიციართან შეთანხმებით, უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის ჩანაცვლებას ან/და კორექტირებას ამ პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში.
      • თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას ან/და საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათი ტყით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება ამ პროგრამით, „ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებითა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
      • თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომელიც საკითხის ინიცირებას ახდენს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინაშე. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარსა/ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი მიმართავს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.
      • თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში ტყით სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და ბენეფიციარი მიმართავს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

    მონაწილის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები

    • ამ პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია, 8 წლის განმავლობაში:
      • არ დაუშვას ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;
      • არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
      • შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსი;
      • 2020 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს ყოველწლიურად ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაზრდა არანაკლებ 10 % ით ისე, რომ 2026 წელს ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა გაორმაგდეს.
    • ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები წარმოადგენს, როგორც ხელშეკრულების, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის სარგებლობის პირობებსა და რძის გადამამუშავებელ საწარმოს პირდაპირი მიყიდვის ფორმის პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობებს;
    • ამ პროგრამის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილე სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის განმავლობაში ვალდებულია:
      • არ დაუშვას პროგრამის ფარგლებში მიღებული აღჭურვილობის გასხვისება;
      • არ დაუშვას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა შემცირება;
      • შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
      • უზრუნველყოს ფურების ან/და დეკეულების საწყისი რაოდენობის გაორმაგება ამ მუხლის 1 - ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

      პროგრამაში რეგისტრაცია დამთავრებულია. ახალი განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე.