მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის N326 დადგენილება “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ.

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამის მიზანია:

  • თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა;
  • თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
  • გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
  • თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
  • სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის ამოცანებია:

  • თაფლის საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება;
  • თაფლის საწარმოო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭების გზით, თაფლის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გაძლიერების სტიმულირება;
  • თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სტიმულირება.

კაპიტალური ინვესტირება

კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი 550მ2 შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა საოფისე ავეჯით, ინვენტარით და დანართი N1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით.

დანართი 1
თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობა რაოდენობა
თაფლის რეზერვუარი (1500 ლიტრი, ორკედლიანი, გამათბობლით) 1
თაფლის საკუპაჟე შემრევით 2 კედლიანი (750 ლიტრი) 2
თაფლის საკუპაჟე შემრევით 2 კედლიანი (1500 ლიტრი) 2
სწრაფი გამავლობის ფილტრი 1
ნეილონის ფილტრი 1
ტუმბო 1500 ლ/სთ 5
მაგიდა უჟანგავილითონის 2 სამუშაო ადგილით (2000 x 800 x 850) 4
თაფლის ჩამოსასხმელი ტექნოლოგიური ხაზი (თაფლის ჩამოსხმა, ქილების მიწოდება, ქილების მოხუფვა, ხუფზე ჩაჩის დატანა, ხუფზე ჩამოსხმის თარიღის და შენახვის ვადის დატანა ლაზერით, ეტიკეტირება) წარმადობა 400 ლ/სთ 1
CIP რეცხვის სისტემა 1
მინიპაკეტებში ჩამოსხმის დანადგარი 1
ფიჭის დამამზადებელი დანადგარი 1
წყლისგამაცხელებელი 1
ელექტრო სასწორი (500 კგ) 1
სამუშაო ურიკა - ბიდონებისთვის 1
სამუშაო ურიკა - პალეტებისთვის 1
ქილებისსტერილიზატორი (ახალი, პირველადი გამოყენების ქილების ჰაერით მყარი ნაწილაკებიდან გასუფთავება და ულტრაიისფერი დასხივებით მიკრობიოლოგიური სტერილიზაცია) 1
სამრეწველო არმატურა
მილები (მეტრი) 150
ონკანი 14
მუხლი 40
გადამყვანი 10
სწრაფჩამხსნელი 30
გენერატორი 15კვტ 1
შტრიხ-კოდი 1
რეფრაქტომეტრი (შაქრები, წყლისშემცველობა) 1
PH-მეტრი + ელ. გამტარობისელექტროდი 1
სპექტროფოტომეტრი (ოქსიმეთილფურფუროლისანალიზისთვის) 1
ციფრულიკოლორიმეტრი 1
მუფელის ღუმელი 1
მიკროსკოპი 1
სალაროაპარატი 1
ტრანსფორმატორი 200 კვტ 1

თაფლის საწარმო უნდა მოიცავდეს შენობა-ნაგებობას, რომელშიც განხორციელდება თაფლის გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარების და ინვენტარის განთვსება და სასაწყობო ფართისა და 30 პირისათვის განკუთვნილი აუდიტორიის მოწყობა.

თაფლის საწარმოს წარმადობა უნდა იყოს დღეში არანაკლებ 2 (ორი) ტონა თაფლის გადამუშავება, დაფასოება და შენახვა, ასევე, ერთგვაროვანი თაფლის წარმოება.

შენობა-ნაგებობა თავისი ძირითადი კონსტრუქციებისა და სხვა დანადგარების რაოდენობრივი, თვისობრივი და ლოკალიზაციის მახასიათებლებით არ უნდა საჭიროებდეს მნიშვნელოვან ცვლილებას (მონტაჟი/დემონტაჟი/რეკონსტრუქცია) მონაწილის მიერ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემის დანერგვისათვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის მომენტში აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი.
  • პრეტენდენტის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 35 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
  • პრეტენდენტს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნია ჯამურად არანაკლებ 7000 სკა, რომელიც აღრიცხულია სააგენტოს მიერ;
  • პრეტენდენტის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში გააჩნია სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკა;
  • არ გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;
  • პრეტენდენტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;
  • პრეტენდენტის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;
  • პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 15%-ს შეადგენენ ქალები ან/და დევნილები.

რეგისტრაციისას პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • წევრთა რეესტრის ასლი;
  • პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებული სააგენტოს მიერ აღრიცხული სკების საიდენტიფიკაციო კოდები;
  • ამონაწერი სსიპ - შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ნოტარიალურად დამტკიცებული საერთო კრების ოქმი, სადაც ასახული იქნება მეპაიეთა შეთანხმება საპაიო ფონდის მოცულობის და საპაიო შენატანების ოდენობის შესახებ;
  • პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ქალთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები ან/და დევნილთა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული სკები არ არის აღრიცხული სააგენტოს მიერ, მესაკუთრე ვალდებულია პროგრამაში პრეტენდენტის მიერ განაცხადის წარდგენამდე მიმართოს სააგენტოს აღურიცხავი სკების აღრიცხვის მოთხოვნით, რის შემდგომაც სააგენტოს მხრიდან მოხდება აღნიშნული სკების აღიცხვა/რეგისტრაცია და შესაბამისი ნიშნის დამაგრება.

სარეგისტრაციო ნიშანზე დაიტანება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლოგო, სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ლოგო, QR კოდი, ინდექსი ,,GEBB“ და 8-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

ტექნიკური მხარდაჭერა

ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, სააგენტო მონაწილის მხრიდან 10%-იანი თანადაფინანსების საფუძველზე უზრუნველყოფს, როგორც HACCP-ის სისტემის დანერგვისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას, ასევე, მონაწილის სრული საწარმოო ციკლის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული სწავლების ჩატარებას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა

პროგრამაში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება ამ პროგრამით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად.

რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღე, რომელიც აითვლება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღიდან. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ხარვეზის არასათანადოდ აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო პრეტენდენტს დამატებით ერთჯერადად უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე და განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

განცხადების წარდგენა შესაძლებელია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ უნდა იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. რამდენიმე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტის, რომელსაც ან/და რომლის მეპაიეებსაც საკუთრებაში აქვთ სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უფრო მეტი სკა.

მონაწილისათვის მიწის ნაკვეთისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემა

პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის გადაცემა მონაწილისათვის ხორციელდება მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასყიდლით, აუქციონის გარეშე.

თაფლის საწარმოს საპრივატიზებო თანხა შეადგენს საწარმოსთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის, შენობა - ნაგებობის და დანართი N1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის საერთო საბაზრო ღირებულების 30%.

მონაწილის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის გადახდა ხორციელდება 8 წლის განმავლობაში შემდეგი წესით:

პირველ წელს საპრივატიზებო თანხის 0.5%

მეორე წელს 1.5%

მესამე წელს 3%

მეოთხე წელს 6%

მეხუთე წელს 11%

მეექვსე წელს 18%

მეშვიდე წელს 25%

მერვე წელს 35%

მონაწილის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები

პროგრამის განხორციელების ფარგლებში სააგენტოსა და მონაწილეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მონაწილე ვალდებულია:

  • დაიცვას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N714 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები;
  • „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577 დადგენილების შესაბამისად დანერგოს მიკვლევადობის სისტემა;
  • 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;
  • სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად ჩაერთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მიაწოდოს სააგენტოს სრული ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ;
  • წარმოუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი კვარტლის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;
  • 2019 წლის პირველი იანვრიდან 8 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის ზრდა არანაკლებ 10%–ით;
  • არ დაუშვას მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის ქვეიჯარით გაცემა ან/და უფლებით დატვირთვა ქონების სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

ამ პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებები წარმოადგენს მონაწილესა და ქონების სააგენტოსთან გაფორმებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილს.

პროგრამის მონიტორინგი

პრეტენდენტის მიერ განაცხადით წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისობისა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

მონაწილესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ქონების სააგენტო.

მონაწილე ვალდებულია, მონიტორინგის თითოეული ღონისძიების გატარებისას, ხელი შეუწყოს მონიტორინგის განმახორციელებელს, ასევე გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მონიტორინგის/აუდიტის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გაცემული რეკომენდაციების დაცვა.

პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები

მონაწილის მიერ ამ პროგრამით, ხელშეკრულებითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენს გახდეს ხელშეკრულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.